logo
ENG



"ჩიხურას" ჩიხი - დროება

30 ოქტ 202220:20
3 წუთის საკითხავი
 

ერთ დროს საქართველოს თასის მფლობელი და ევროტურნირებზე მოასპარეზე საფეხბურთო კლუბის დაკარგული დიდება. საუბარია საჩხერის ჩიხურაზე, რომელსაც, როგორც ბევრ სხვა რამეს და ვინმეს, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. მაგრამ როცა კი საქმეს აღარ დასჭირდა, ეს დაფინანსებაც შეწყდა. ახლა საჩხერის ჩიხურა ჩიხურ მდგომარეობაშია, ისევე როგორც ქართული სახელმწიფო, რომელსაც ოლიგარქის თამაშებმა ისეთი ზიანი მოუტანა, რომ დღეს მისი სანდოობა დასავლელ პარტნიორებთან ხატოვნად რომ ვთქვათ უმაღლესი ლიგიდან ქვემოთ, მე-3 მე-4 დივიზიონამდეა ჩამოვარდნილი. სად და როგორ თამაშობდა საქართველო, როგორც სახელმწიფო ოლიგარქის მოსვლამდე, და სად მიუჩინა ადგილი თავისსავე ქვეყანას მილიარდერმა.


close დახურვა